Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის შეზღუდვების გამო უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე ასობით ხასიდი მომლოცველია შეჩერებული


უკრაინა-ბელარუსის საზღვართან, ნეიტრალურ ტერიტორიაზე ბრესლოვის ხასიდთა მოძრაობის 700-მდე მიმდევარია გაჩერებული, კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით შემოღებული იმ ზომების გამო, რომლებიც უცხოელებს უზღუდავს უკრაინაში შესვლას. მომლოცველები ცდილობენ ჩავიდნენ ცენტრალური უკრაინის ქალაქ უმანში, ებრაული ახალი წლის აღნიშვნის მიზნით.

ბელარუსის ხელისუფლებამ 15 სექტემბერს გამოაცხადა, რომ იმ 734 მომლოცველში, რომლებიც რამდენიმე დღეა კარავში არიან დაბინავებული, 100-ზე მეტი ბავშვია. პრეზიდენტმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ თავის მთავრობას დაავალა, მოლაპარაკება გამართოს უკრაინის ხელისუფლებასთან, რათა მან მომლოცველებს ქვეყანაში შესვლის უფლება მისცეს. თუმცა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იევჰენ იენინმა 16 სექტემბერს განაცხადა, რომ ამ ეტაპზე "ვითარება არ იძლევა საშუალებას, ქვეყანაში შემოვუშვათ უფრო მეტი [მომლოცველი], კონკრეტულად ისინი, ვინც ბელარუსის საზღვართან არიან შეჩერებული".

იენინის თქმით, უკრაინის, ბელარუსისა და ისრაელის ხელისუფლებებმა უზრუნველყვეს საზღვარზე დარჩენილი მომლოცველებისთვის კოშერული საკვების და სასმელის მიწოდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG