Accessibility links

ზუგდიდის მერის თქმით, ჩხორიას მუნიციპალიტეტის სახელით "ქართულ ოცნებას" რეკლამას სხვები უწევენ


ფოტო ჩხორიას მუნიციპალიტეტის ფეისბუკგვერდიდან

ზუგდიდის მერი, გიორგი შენგელია აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" საარჩევნო რეკლამას "ფეისბუკზე" ჩხორიას ადმინისტრაციული ერთეულის სახელით სხვა პირები ეწევიან და ეს მუნიციპალიტეტის ოფიციალური გვერდი არაა. ამის შესახებ მერმა ცესკოს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" საჩივრის საფუძველზე აცნობა.

მერი ცესკოსთვის მიწერილ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ზუგდიდის მერია ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაციას არ ფლობდა.

ცესკოს საჩივრით "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" 10 სექტემბერს მიმართა. ორგანიზაციას მიაჩნდა, რომ ჩხორიას ადმინისტრაციული ერთეული წინასაარჩევნო აგიტაციაში იყო ჩართული და ირღვეოდა საარჩევნო კოდექსი. მსგავსი დარღვევისთვის საქართველოს კანონმდებლობით 2 000-ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული.

ფეისბუკგვერდი "ჩხორიას ადმინისტრაციული ერთეული" მმართველი პარტიის მაჟორიტარი კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანისა და ზუგდიდის მერიისა და მერის, გოგი მეშველიანის აქტივობებს ხშირად აზიარებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG