Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძის შეფასებით, უთავმოყვარეოა ორგანიზაცია, თუ 27%-ზე მეტისგან პასუხს ვერ მიიღებს


„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, ორგანიზაცია, რომელიც მხოლოდ გამოკითხულთა 27%-ისგან ახერხებს იმის გაგებას, თუ რომელ პოლიტიკურ ძალას ემხრობა საპარლამენტო არჩევნებში, არის უთავმოყვარეო. ირაკლი კობახიძის ეს შეფასება პასუხია ჟურნალისტების შეკითხვაზე, მედიამ IRI-ს კვლევის შეფასება სთხოვა პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, მას მხედველობაში აქვს სოციოლოგიური კვლევითი ორგანიზაციები CRRC და IPM, რომლებიც უშუალოდ აწარმოებენ გამოკითხვას.

„მე არ ვიცი IRI და NDI -ის კველვები, მე ვიცი CRRC-ის და IPM -ის კვლევები, რომლებიც არა მარტო რეალობასთან არის აცდენილი ერთმანეთთან არის აცდენილი. როდესაც ერთი კომპანია გიდებს 27 %-ს და მეორე გიდებს 60%-ს და ამხელა სხვაობაა ერთმანეთში, იქ ბუნებრივია ციფრები თავის თავზე მეტყველებს. CRRC და IPM არ არის ის ორგანიზაციები, რომლებიც ჩვენს ძალიან მნიშვენელოან პარტნიორებს მიაწვდის სწორ ინფორმაციას. როდესაც რომელიმე კვლევითი ორგანიზაცია აცხადებს იმას, რომ 27%-ზე მეტისგან ვერ გაიგო ვის უჭერს მხარს, ასეთი ორგანიზაცია შეიძლება ჩაითვალის პირდაპირ უთავმოყვაროდ. კვლევებში ძალიან კარგად ვერკვევი და ასეთი ორგანიზაცია შეიძლება პირდაპირ შეფასდეს უთავმოყვარეოდ, სამწუხაროდ, ასეთი ორგანიზაციები აწვდიან მონაცემებს ძალიან მნიშვნელოვან საერთაშირისო პარტნიორებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით კი, კვლევა, რომლის შედეგებიც დამუშავებულია ალოკაციის გარეშე არ ასახავს სრულფასოვან სურათს, თუ რა მხარდაჭერაა იმ ჯგუფებში ვინც თავი შეიკავა პასუხის გაცემისგან.

„მე გირჩევთ, რომ ნახოთ ის კვლევები სადაც არის სრულფასოვანი ანალიზი მოცემილი, მათ შორის ალოკაციის მეთოდიც არის გამოყენებული, იქ ჩანს, რომ ჩვენ გვაქვს 56-ზე მაღალი პროცენტი. ჩვენ გვჯერა ჩვენი მხარდამჭრერების ვენდობით ჩვენს მოქალაქეებს და გვჯერა რომ ამ არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ჩამოაყალიბებს საპარლამენტო უმრავლესობას და მინისტრთა კაბინეტს“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI)-ს გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 36% არჩევნებზე მხარს „ქართულ ოცნებას“, 15 % კი- „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს.

მეთოდოლოგია

გამოკითხვისთვის საველე სამუშაოები 2020 წლის 4 აგვისტოდან 21 აგვისტოს პერიოდში IPM-მა ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. ცდომილების ზღვარი არ აღემატება +/- 2.5 პროცენტს.

გამოკითხვა კოორდინირებული იყო დოქტორი რასა ალისაუსკიენეს მიერ, საჯარო და მარკეტინგული (საბაზრო) კვლევების კომპანია „Baltic Surveys/The Gallup Organization“-ის მიერ IRI-ის ცენტრის „Center for Insights in Survey Research“ პირისპირ ინტერვიუების გზით, რესპონდენტების სახლებში. გამოკვლევა დააფინანსა USAID-მა.

გამოკითხვაში მონაწილეობდა საარჩევნო ხმის უფლების მქონე 18 ან უფროსი ასაკის საქართველოს 1500 მუდმივი მცხოვრები. შერჩევა არის რეპრეზენტაციული ზოგადი მოსახლეობის ასაკის, გენდერის, რეგიონის და დასახლებული პუნქტის ზომის მიხედვით. პასუხის კოეფიციენტი იყო 75 პროცენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG