Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნის გუნდი აცხადებს, რომ „ნოვიჩოკის“ კვალს მიაგნეს წყლის ბოთლზე, რომელიც სასტუმროს ოთახში ნახეს


ალექსეი ნავალნის გუნდის წევრები აცხადებენ, რომ წყლის ბოთლზე სასტუმროს ოთახში, სადაც ის ტომსკში ცხოვრობდა, ნაპოვნია კვალი ნერვული აგენტისა, რომელიც რუსი ოპოზიციონერის მოწამვლისთვის გამოიყენეს.

ამის თაობაზე იტყობინება რადიო თავისუფლების რუსული სამსახური, რომელიც ეყრდნობა გამოცემა „პროექტის“ და ინსტაგრამში ნავალნის ბლოგის ინფორმაციას.

ცნობით, პოლიტიკოსი მოწამლეს უკვე სასტუმროში, როცა იქ ცხოვრობდა და არა აეროპორტში, ან თვითმფრინავში. ადრე გამოცემა „ტაიგა“ინფომ“ გარკვია, რომ სასტუმრო კავშირშია რეგიონის ძალოვანი სტრუქტურებსა და მაღალი რანგის მოხელეებთან.

„ნოვიჩოკის“ კვალი ბოთლზე არ ნიშნავს, რომ ის ამ წყლით მოწამლეს, არამედ მხოლოდ იმას, რომ ნავალნი მას შეეხო მოწამვლის შემდეგ. „ნოვიჩოკის“ ერთ-ერთმა შემქმნელმა, უგლევმა, „პროექტს“ უთხრა, რომ შხამი რომ პოლიტიკოსის ორგანიზმში მოხვედრილიყო წყლის გზით, უკვე რამდენიმე წუთში კრუნჩხვები დაემართებოდა.

უგლევი, როცა აანალიზებს ნავალნის სიმპტომებს და მისი მდგომარეობის გაუარესების მსვლელობას, ვარაუდობს, რომ მას კონტაქტი ჰქონდა მომწამვლელ ნივთიერებასთან კანის გზით. ცხადი არა რის, სად მოხდა ეს. არ არის ასევე ცნობილი, აღმოჩენილაი თუ არა „ნოვიჩოკის“ კვალი სხვა საგნებზე.

ბოთლი სასტუმროდან გაიტანა და ბერლინში ჩაიტანა ნავალნის ფონდის თანამშრომელმა, მარია პევჩიხმა, უამბო „პროექტს“ მისმა კოლეგამ. ამის შემდეგ ის მთავრობათან დაკავშირებული მასმედიის თავდასხმის სამიზნე გახდა და მას ნავალნისთან ინტიმურ კავშირს აბრალებდნენ, რომ სწორედ მას შეეძლო მოეწამლა პოლიტიკოსი.

ფონდის ტომსკელი აქტივისტის თანახმად, როცა გავრცელდა ცნობა, რომ ნავალნი ცულად გახდა და ომსკში მოათავსეს საავადმყოფოში, ჯერ კიდევ ტომსკში მყოფმა კოლეგებმა სასტუმროს ნომრიდან წაიღეს ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა მოწამვლასთან კავშირში ყოფილიყო და გადაარჩინეს შესაძლო სამხილები, მათ შორის, წყლის ბოთლი.

პოლიტიკოსს არ ახსოვს, როდის დალია წყალი ბოთლიდან, უამბო „პროექტს“ ფონდის თანამშრომელმა.

გამოძიებაში მნივშნელოვანი როლი შეიძლება ითამაშოს ვიდეოკამერის ჩანაწერმა. ნავალნის ოთახთან მომხდარს ორი სათვალთვალო კამერა იღებდა. ჩანაწერები რუსმა სამართალდამცველებმა წაიღეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG