Accessibility links

თსუ-ს სტუდენტს, რომელიც საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს, კორონავირუსი დაუდგინდა


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, მათ სტუდენტს, რომელიც ბაგებში უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა, კორონავირუსი დაუდგინდა. უნივერსიტეტის განმარტებით, ინფიცირების წყარო უნივერსიტეტი არ არის.

"თსუ-ში ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია და სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს, შესაბამისად, დაინფიცირებულ სტუდენტს ლექტორებთან და სხვა სტუდენტებთან კონტაქტი არ ჰქონია", - ვკითხულობთ განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ ბაგების საერთო საცხოვრებელში ჩატარდა დეზინფექცია, მასთან კონტაქტში მყოფი პირები კი გადაყვანილი არიან კარანტინში.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 179 პირს დაუდგინდა. მათგან შემთხვევების უმრავლესობა ბათუმზე მოდის, თუმცა არის შემთხვევები თბილისიდანაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG