Accessibility links

site logo site logo

ევროპის სასამართლომ ძალაში დატოვა სანქციები რუსეთის ნავთობისა და გაზის კომპანიების წინააღმდეგ


ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლო ორგანომ ძალაში დატოვა სანქციები, რომლებიც 27-წევრიანმა კავშირმა რუსეთის ნავთობისა და გაზის კომპანიებს დაუწესა უკრაინაში რუსეთის მოქმედებებთან დაკავშირებით.

ევროპის სასამართლომ, რომელსაც ლუქსემბურგში უდევს ბინა, 17 სექტემბერს გამოაცხადა, რომ ძალაში დატოვა ევროკავშირის დაბალი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, უკუგდებულ იქნეს სარჩელი სანქციების წინააღმდეგ, რომლებიც დაუწესდა სახელმწიფო ნავთობკომპანია „როსნეფტის“ შემადგენლობაში შემავალ კომპანიებს. სასამართლოს თანახმად, „ზომები სათანადოდ იყო დასაბუთებული და შესაფერისია რუსეთზე ზეწოლის მოსახდენად მისი როლის გამო“ უკრაინის კრიზისში.

2014 წლიდან ევროპის კავშირის საბჭომ შემზღუდავი ზომები დაუწესა რუსეთის საბანკო და ენერგეტიკის სექტორებს პასუხად ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიაზე და აღმოსავლეთ უკრაინაში მებრძოლი სეპარატისტების მხარდაჭერისთვის.

ეს ზომები მოიცავს აკრძალვებს გარკვეული პროდუქტებისა და ტექნოლოგიების ექსპორტზე ნავთობისა და გაზის სექტორებში და ასევე გულისხმობს ამ სექტორებში მოქმედი ოპერატორების მიერ ევროკავშირის საფინანსო ბაზრებზე წვდომის შეზღუდვას.

რუსეთის რიგმა კომპანიებმა, რომლებიც „როსნეფტის“ შემადგენლობაში შედის, საერთო იურისდიქციის სასამართლოს მიმართეს ზომების გაუქმების მოთხოვნით.

მას შემდეგ, რაც საერთო იურისდიქციის ევროპულმა სასამართლომ უკუაგდო 2018 წლის სექტემბრის სარჩელი, კომპანიებმა ევროპის უმაღლეს სასამართლო ორგანოში გაასაჩივრეს ეს გადაწყვეტილება.

17 სექტემბრის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სასამართლომ „სრულად უკუაგდო კომპანიების აპელაცია.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG