Accessibility links

ყაზახეთში ფრინველის გრიპის ეპიდემია გაჩნდა


ყაზახეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, რომელიც რუსეთს ესაზღვრება, ფრინველის გრიპის ეპიდემიაა.

სამინისტრომ 17 სექტემბერს განაცხადა, რომ 10 სოფელი და ქალაქი კარანტინშია მოქცეული მას შემდეგ, რაც 9-16 სექტემბრის პერიოდში ჩრდილოეთ ყაზახეთის რეგიონის შვიდ რაიონში მასობრივად დაიხოცნენ ფრინველები და ტესტებმა ცხადყო, რომ საქმე ფრინველის გრიპს ეხება.

საერთაშორისო რეგულაციების შესაბამისად, ყაზახეთმა ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა ცხოველთა დაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტრომ ასევე თქვა, რომ ტარდება ზომები დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად: მკვდარ ფრინველებს წვავენ, დეზინფექცია უტარდება მეფრინველეობის ფერმებსა და მიმდებარე ტერიტორიებს.

სამინისტრომ გადაწყვიტა, ფრინველთა ვაქცინაცია დაიწყოს ამ არეალში და მიმდებარე რეგიონებში - კუსტანაისა და პავლოდარში, ასევე დედაქალაქ ნურ-სულთანის მახლობლად მდებარე ზოგიერთ რაიონში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG