Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ატენის ხეობაში ხანძარი ლოკალიზებულია


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ​მეხანძრე-მაშველებმა უწყვეტი სამუშაობის შედეგად ატენის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. ცეცხლი მთის კლდოვან ნაწილზე, ბუჩქებს და ეკალბარდს ეკიდა. როგორც სამსახური აღნიშნავს, რთული რელიეფის გამო კერებთან სახანძრო ტექნიკის მიყვანა შეუძლებელი იყო, ამიტომ ცოცხალი ძალა ინდივიდუალური აღჭურვილობით აქრობდა ხანძარს. სამუშაოებს ქარიც ართულებდა.

ამ დროისთვის 30 მეხანძრე-მაშველი რჩება ხეობაში და აგრძელებს ცალკეული მხრჩოლავი კერების სალიკვიდაციო სამუშაოებს. დამწვარია ორ ჰექტრამდე ხმელი ბალახი და ეკალ-ბარდი.

როგორც სამსახური აცხადებს, ცეცხლის გავრცელების საშიშროება მოხსნილია. დასახლებულ პუნქტს საფრთხე არ ემუქრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG