Accessibility links

გერმანიის ელჩი ლაპარაკობს რუსეთთან ურთიერთობის შესაძლო ცვლილებაზე


გერმანიის რუსეთთან ურთიერთობაში შესაძლო მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ ილაპარაკა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ინტერვიუში გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ კნირშმა. დიპლომატი ასევე შეეხო „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტს.

„საერთაშორისო ასპარეზზე სულ არის დისკუსია „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ზე. კარგად არ მესმის რატომ დაჰყავთ სანქციებისა და რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების ფართო საკითხი ბუნებრივ აირამდე და კიდევ უფრო ვიწრო - მრავლიდან ერთ-ერთ მილსადენამდე, რომლითაც ეს აირი შეიძლება მოვიდეს ჩვენამდე. ზოგჯერ ხდება ეკონომიკის, ბიზნესის, კონკურენციისა და პოლიტიკური ასპექტების გაერთიანება. როგორც იცით, „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ზე დისკუსია მიმდინარეობს გერმანიაშიც. ვფიქრობ, ახლა, [რუსეთის] ქცევაზე საპასუხოდ ყველანაირი რეაქცია სახეზეა. 2014-ში ჩვენ გადავწყვიტეთ არ დაგვეწესებინა საერთაშორისო ბოიკოტი რუსეთის პროდუქციაზე, ნავთობსა და გაზზე. თუმცა, შესაძლოა ახლოვდებოდეს დრო, როცა ჩვენ მოგვიწევს ამაზე დაფიქრება“, - თქვა გერმანიის ელჩმა.

რადიო თავისუფლება მალე შემოგთავაზებთ გერმანიის ელჩთან ინტერვიუს სრულ ვერსიას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG