Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დინამო თბილისმა“ უელსის ჩემპიონი სტუმრად დაამარცხა


მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო თბილისი" ისევ სტუმრად ითამაშებს ფარერის კუნძულების კლუბ „კლაკსვიკთან“.
მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო თბილისი" ისევ სტუმრად ითამაშებს ფარერის კუნძულების კლუბ „კლაკსვიკთან“.

უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ორი გუნდი ითამაშებს.

თბილისის „ლოკომოტივის“ მსგავსად, მეორე ეტაპი წარმატებით დაძლია „დინამო თბილისმა“. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი უელსში, „რეისქურს გრაუნდზე" დაუპირისპირდა უელსის ჩემპიონ „ქონას ქი ნომედსის" და 1:0 დაამარცხა.

შეხვედრის ბედი ბოლო წუთზე გადაწყდა – მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა და საბოლოო შედეგი გიორგი გაბედავამ დააფიქსირა.

მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო თბილისი" ისევ სტუმრად ითამაშებს, 24 სექტემბერს, ფარერის კუნძულების კლუბ „კლაკსვიკთან“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG