Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარიამ თბილისის „ლოკომოტივს" მიულოცა მოსკოვის „დინამო"-სთან გამარჯვება


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „ფეისბუკზე" გამოეხმაურა უეფას ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საფეხბურთო კლუბ თბილისის „ლოკომოტივის" გამარჯვებას მოსკოვის „დინამოსთან". „ბრავო თბილისის ლოკომოტივს!!!", - დაწერა გახარიამ „ფეისბუკზე".

მიხეილ მესხის სტატიონზე მატჩი 2-1 დასრულდა.

პრემიერი ასევე გამოეხმაურა თბილისის „დინამოს" გამარჯვებას: „დინამოც გავიდა! გილოცავთ გამარჯვებას!"

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა უელსში დაამარცხა (1-0) ქონას ქი ნომედსი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG