Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოში 30 მილიონს გადააჭარბა კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა


ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 30 071 000-ს გადააჭარბა. მათგან უკვე გამოჯანმრთელებულია 20 400 000-ზე მეტი. COVID-19-ით გარდაცვლილია 940 000-ზე მეტი ადამიანი.

ვირუსის გავრცელების მასშტაბით ისევ პირველ ადგილზეა აშშ, სადაც უკვე დაინფიცირდა 6 600 000-ზე მეტი. ინდოეთში ეს რიცხვი 5 მილიონს აჭარბებს, ბრაზილიაში 4 მილიონს. მეოთხე ადგილზე რუსეთია, სადაც ოფიციალური სტატისტიკით, კორონავირუსით დაინფიცირდა მილიონზე მეტი ადამიანი.

შემთხვევების სერიოზული მატებაა ევროპაში. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ევროპაში კორონავირუსის შემთხვევების დღიურმა მაჩვენებელმა გადააჭარბა პანდემიის დაწყებიდან პირველ პიკს, რომელიც მარტში დაფიქსირდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG