Accessibility links

სვიატლანა ციხანოუსკაია დღეს სიტყვით მიმართავს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს


ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვიატლანა ციხანოუსკაია, ვიდეოხიდის საშუალებით 18 სექტემბერს სიტყვით მიმართავს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომას, რომლის სასწრაფოდ მოწვევის ინიციატივა ეკუთვნის ევროსაბჭოს, ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან დისიდენტების და ოპონენტების მიმართ განხორციელებული რეპრესიების ფონზე.

ევროკავშირმა მოუწოდა გაეროს უზენაეს კომისარს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, მიშელ ბაჩელეტს, რათა ყურადღებით დააკვირდეს სიტუაციას ბელარუსში, 9 აგვისტოს სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, სადაც რეჟიმმა ათასობით ადამიანი დააკავა საპროტესტო აქციებში მონაწილეობისათვის, ასეულობით მოქალაქე სასტიკად არის ნაცემი, ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრებს კი ბრალი ედებათ სისხლის სამართლის დანაშაულში, ხოლო მრავალი აქტივისტი და ჟურნალისტი დაპატიმრებულია აქციის ჩატარების წესების დაღვევისთვის,

ბელარუსში 9 აგვისტოდან გრძელდება მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების წინააღმდეგ.

მასობრივი მღელვარება მოჰყვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ხმათა 80%-ით არჩევნებში გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას, გამოცხადებას.

საპროტესტო გამოსვლების პირველ დღეებში „ომონი“ სასტიკად გაუსწორდა აქციების მონაწილეებს. დაშავდა ასობით ადამიანი, ათასობით დააკავეს. გაეროს თანახმად, არეულობის დროს დაიღუპა 4 ადამიანი.

კიდევ 8 მოქალაქის ადგილსამყოფელი უცნობია. 13 სექტემბერს მინსკში გამართული საპროტესტო მსვლელობის - "გმირების მარშის" დროს სამართალდამცავებმა 774 ადამიანი დააკავეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG