Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კელი დეგნანის თქმით, სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ მკაფიო გზავნილია ყველა აგრესორის შეკავებისთვის


საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი დაესწრო საერთაშორისო წვრთნების „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის რიგით მეხუთე სწავლების დახურვის ცერემონიას.

მისი თქმით, სამხედრო წვრთნები მკაფიო დასტურია იმისა, რომ შესაძლებელია კოვიდპანდემიის პირობებში უსაფრთხოდ ჩატარდეს მსგავსი ტიპის მრავალეროვნული სწავლება.

„ეს წვრთნები ემსახურება არა მხოლოდ ჩვენი ძალების თავსებადობის განვითარებას, ის წარმოადგენს მკაფიო გზავნილს, რომ არსებობს წვრთნების ორგანიზების შესაძლებლობა პანდემიის პირობებში და წარმოადგენს შეკავების მკაფიო გზავნილს ყველა აგრესორისთვის. "ღირსეული პარტნიორი 2020" ძალიან წარმატებული იყო“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

მან კმაყოფილება გამოხატა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ და წვრთნების ორგანიზატორებმა შეძლეს კორონაპანდემიის პირობებში სამხედროების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა.

საქართველოში დასრულდა საერთაშორისო სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი 2020“. რიგით მეხუთე სწავლებაში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობდა.

წვრთნები, რომლის დევიზი იყო: „ძალა პარტნიორობაშია“, 7-18 სექტემბერს მიმდინარეობდა ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე.

საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ჯავშანტექნიკის, საბრძოლო მანქანებისა და საარტილერიო სისტემების გარდა, სწავლებაში ჩართული იყო ამერიკის შეერთებული შტატების საფრენი საშუალებები და ჯავშანტექნიკა.

სწავლების მიზანი იყო საქართველოს, აშშ-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის გაუმჯობესება და წვლილის შეტანა შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში.

ასევე ნახეთ: სოხუმში „სერიოზულ შეშფოთებას“ გამოხატავენ საქართველოში მიმდინარე სამხედრო სწავლების გამო

ცხინვალში ე.წ. თავდაცვის ძალები განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაიყვანეს

გიორგი გახარია: „ღირსეული პარტნიორობა 2020“ საქართველოს მშვიდობის გარანტია"

სალომე ზურაბიშვილი: ქართველმა ჯარისკაცებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საქართველო ღირსეული პარტნიორია

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG