Accessibility links

„ღია რუსეთის“ ხელმძღვანელი იზოლატორიდან გამოსვლისთანავე დააკავეს


მოსკოვის პოლიციამ წუხელ სპეციზოლატორიდან გამოსვლისთანავე დააკავა არასამთავრობო ორგანიზაცია „ღია რუსეთის“ აღმასრულებელი დირექტორი, ანდრეი პივოვაროვი, რომელიც 3 სექტემბრის შემდეგ, 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ პატიმრობაში.

ინფორმაცია ამის შესახებ და დაკავების კადრები გაავრცელა ორგანიზაციის კოორდინატორმა, ტატიანა უსმანოვამ.

რუს აქტივისტს გაუფორმეს ადმინისტრაციული ოქმი საჯარო ღონისძიების გამართვის წესების დარღვევისთვის, ტელეგრამის არხით მის მიერ გავრცელებული პოსტისათვის, რომელშიც იგი მოუწოდებდა მოქალაქეებს, შეკრებილიყვნენ პუშკინის გამზირზე საკონსტიტუციო ცვლილებების გასაპროტესტებლად.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ღია რუსეთი“, რომელიც მიხაილ ხოდორკოვსკის სახელს უკავშირდება, გასულ წელს რუსეთის ხელისუფლებამ არასასურველთა სიაში შეიტანა ოცამდე სხვა არაკომერციულ ორგანიზაციასთან - მათ შორის, „თანამედროვე რუსეთის ინსტიტუტის“, ჯორჯ სოროსის „ღია საზოგადოების ფონდის“ და „უკრაინელთა მსოფლიო კონგრესთან“ - ერთად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG