Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭომ მიიღო რეზოლუცია ბელარუსში უფლებების დაცვის მეთვალყურეობის შესახებ


 გაეროს უზენაესი კომისარი ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, მიშელ ბაჩელეტი
გაეროს უზენაესი კომისარი ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, მიშელ ბაჩელეტი

გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის საბჭომ 18 სექტემბერს მიიღო რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირმა წარადგინა და რომელიც გულისხმობს ბელარუსში ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევების გულმოდგინე ზედამხედველობას.

ბელარუსში გრძელდება პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკას საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლები, რომელთა მონაწილეები მის გადადგომას მოითხოვენ.

რეზოლუცია მიღებულ იქნა რუსეთის მცდელობის მიუხედავად, მხარი დაეჭირა ლუკაშენკასთვის და მიეღოთ რეზოლუციის შერბილებული ვერსია.

გაეროს უზენაესმა კომისარმა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, მიშელ ბაჩელეტმა, მიიღო მანდატი ბელარუსში ვითარების გულმოდგინე ზედამხედველობისთვის და წლის ბოლომდე სიტყვიერი ანგარიშის წარდგენის შესახებ რეკომენდაციებით.

რეზოლუციას მიემხრო 23 ქვეყანა, ორი იყო წინააღმდეგი, ხოლო 22-მა სახელმწიფომ თავი შეიკავა. რუსეთმა, რომელსაც, როგორც მეთვალყურეს, არ აქვს ხმა, შეიტანა 17 შესწორება რეზოლუციაში, მაგრამ ისინი უარყვეს.

რეზოლუციის მიღება მოჰყვა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის, სვიატლანა ციხანოუსკაიას მიმართვას მინსკისადმი, დაუშვას ქვეყანაში საერთაშორისო ფაქტების დამდგენი მისია, რათა აღინუსხოს პრეზიდენტ ლუკაშენკასა და მისი მთავრობის მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაული სადავო არჩევნების შემდგომი საპროტესტო გამოსვლების დროს. მისი გამოსვლის ფონზე გაერო გამოვიდა გაფრთხილებით ევროპაში „სხვა რკინის ფარდის“ შესაძლებლობის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG