Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრალი წარუდგინეს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას


პროკურატურის განცხადებით, სარაგბო კლუბ „იუნკერების" მოთამაშის რამაზ ხარაზიშვილის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, ტარების ფაქტზე საგბის კავშირის ვიცე -პრეზიდენტს მერაბ ბესელიას ბრალდება წარედგინა. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მერაბ ბესელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის 16 სექტემბერს, თბილისში, საქართველოს რაგბის კავშირის ადმინისტრაციული შენობის სადარბაზოში, შელაპარაკების ნიადაგზე მერაბ ბესელიამ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, რამაზ ხარაზიშვილს ფეხზე ჭრილობა მიაყენა, რამაც დაზარალებულის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.

როგორც პროკურატურა აცხადებს, ნივთმტკიცების სახით ამოღებულა მასრები და ტყვიის გარსის ფრაგმენტები.

სამართალდამცველებმა მერაბ ბესელია 2020 წლის 16 სექტემბერს დააკავეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG