Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტს ლაშა ცუცქირიძეს თავს დაესხნენ


აქტივისტი ლაშა ცუცქირიძე
აქტივისტი ლაშა ცუცქირიძე

„სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის“ ხელმძღვანელის ზვიად კუპრავას ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", „გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია"-ს აქტივისტს ლაშა ცუცქირიძეს თბილისში, საბურთალოს რაიონში მდებარე შტაბიდან გამოსვლის შემდეგ თავს დაესხა ორი ნიღბიანი ადამიანი.

როგორც ზვიად კუპრავამ თქვა „ტვ პირველის" ეთერში თქვა, ლაშა ცუცქირიძე მეუღლესთან და დასთან ერთად შტაბიდან სახლში ავტომანქანით გაემართა.

„როგორც კი სახლთან მანქანა გააჩერა და მანქანიდან გადმოვიდა, მას მყისიერად დაესხა თავს ორი ნიღბიანი პირი. სავარაუდოდ (მე როგორც ლაშამ მითხრა), მათ ხელზე კასტეტები ეკეთათ. ლაშა არის აბსოლუტურად უმოწყალოდ ნაცემი. ეს იყო თავდასხმა ლაშა ცუცქირიძეზე, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელზე", - ამბობს ზვიად კუპრავა. ის თავდასხმას ხელისუფლების ხელწერად მიიჩნევს.

მიმდინარე წლის 27 თებერვალს ზვიად კუპრავას დაესხნენ თავს საკუთარ სახლთან. „შემომასხეს სახეში გაურკვეველი ნივთიერება. დამწვა სახე, რა თქმა უნდა, თვალები დავხუჭე, ამის შემდეგ სახის არეში ფეხებით დამიწყეს დარტყმა", - ამბობდა კუპრავა კლინიკაში გადაყვანამდე.

რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (ჯგუფური ძალადობა).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG