Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს პატიმრობა შეეფარდა


რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს, მერაბ ბესელიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. მას გამოძიება სარაგბო კლუბ "იუნკრების" მოთამაშის რამაზ ხარაზიშვილის დაჭრასა და იარაღის შეძენა-ტარებას ედავება. საქალაქო სასამართლოში სხდომა დღეს, 19 სექტემბერს გაიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის 16 სექტემბერს, თბილისში, საქართველოს რაგბის კავშირის ადმინისტრაციული შენობის სადარბაზოში, შელაპარაკების ნიადაგზე მერაბ ბესელიამ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, რამაზ ხარაზიშვილი ფეხში დაჭრა. როგორც პროკურატურა აცხადებს, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია მასრები და ტყვიის გარსის ფრაგმენტები.

საქმეზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს. სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის დგება პასუხისმგებლობა, ამავე კოდექსის 236-ე მუხლით კი, ცეცხლსასროლი იარაღის ტარებისთვის. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG