Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობილია, რომელი პარტია რა ნომრით იყრის კენჭს 2020 წლის არჩევნებზე


ცესკომ კენჭისყრის შედეგად იმ პარტიებს მიანიჭა ნომრები, რომლითაც ისინი 2020 წლის 31 ოქტომბერს საპარლამენტო, მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას. კენჭისყრა ცესკოში დღეს, 19 სექტემბერს გაიმართა.

საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრირებულია 58 პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი. დღეს გამართულ წილისყრის პროცესში მონაწილეობა მიიღო 47-მა საარჩევნო სუბიექტმა. დანარჩენებს, კანონმდებლობის თანახმად, უფლება ჰქონდათ, წილისყრის პროცედურის გარეშე დაეტოვებინათ მანამდე არსებული რიგითი ნომერი.

2020 წლის 31 ოქტომბერს პარტიებს შემდეგი ნომრები ექნებათ:

  • №1 – (პარტია) თეთრები;
  • №2 – ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის;
  • №3 – ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა;
  • №4 – დავით ჭიჭინაძე ტრიბუნა - ქდმ;
  • №5 – საარჩევნო ბლოკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია”;
  • №6 – მომავალი საქართველო;
  • №7 – თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის;
  • №8 – დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი;
  • №9 – გაჩეჩილაძე - მწვანეთა პარტია;
  • №10 – შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია;
  • №11 – მშრომელთა სოციალისტური პარტია;
  • №12 – მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის;
  • №13 – რეფორმერი;
  • №14 – ბეჟან გუნავა - ქართული არჩევანი;
  • №15 – ჩვენი გაერთიანებული საქართველო;
  • №16 – ახალი ქრისტიან-დემოკრატები;
  • №17 – ირაკლი ოქრუაშვილი - გამარჯვებული საქართველო;
  • №18 – მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს;
  • №19 – მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი;
  • №20 – საქართველო;
  • №21 – თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა, გიორგი წულაია);
  • №22 – საქართველოს ევროატლანტიკური გზა;
  • №23 – ახალი ძალა;
  • №24 – ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები;
  • №25 – თავისუფალი დემოკრატები;
  • №26 – ეკა ბესელია - პ.პ. „სამართლიანობისთვის”;
  • №27 – საარჩევნო ბლოკი გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი;
  • №28 – ქართული ფესვები;
  • №29 – დავით ჭიჭინაძე - ტრიბუნა;
  • №30 – შეცვალე საქართველო;
  • №31 – თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა;
  • №32 – სახალხო პარტია;
  • №33 – ეროვნულ დემოკრატიული პარტია (ედპ);
  • №34 – სოციალური სამართლიანობისათვის;
  • №35 – საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია;
  • №36 – გირჩი;
  • №37 – საქართველოს ქრისტიან - კონსერვატიული პარტია;
  • №38 – იბერიელთა ერთობა;
  • №39 – საქართველოს პენსიონერთა უფლებათა დაცვის კავშირ;
  • №40 – ქართველ ნაციონალისტთა ერთობა - გაიოზ მამალაძე;
  • №41 – ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო;
  • №42 – რეფორმატორები;
  • №43 – ზვიადის გზა (ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის);
  • №44 – ქართული იდეა;
  • №45 – ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობა;
  • №46 – გია ჟორჟოლიანი - სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის;
  • №47 – ზვიად ძიძიგური - საქართველოს კონსერვატიული პარტია;
  • №48 – არჩევანი სამშობლოსათვის;
  • №49 – ჯონდო ბაღათურია - ქართული დასი;
  • №50 – პროგრესული საქართველო;
  • №51 – მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა;
  • №52 – სერგო ჯავახიძე - ევროატლანტიკური ვექტორი;
  • №53 – ტრადიციონალისტები;
  • №54 – სახალხო მოძრაობა ქრისტიან-დემოკრატები;
  • №55 – ქართული მარში - ეროვნული მოძრაობა;
  • №56 – ლელო;
  • №57 – მამულიშვილთა ორდენი "სამშობლო";
  • №58 – საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია;
  • №59 – საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია;
  • №60 – საქართველოს განვითარების პარტია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG