Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში 20 სექტემბერს გამოსვლები გრძელდება წინა დღით ასეულობით დემონსტრანტი ქალის დაკავების შემდეგ


20 სექტემბერს ბელარუსის დედაქალაქში გრძელდება საპროტესტო გამოსვლები. წინა დღით ქალთა მსვლელობის დროს, რომელიც ბელარუსის ტრადიციული, თეთრ-წითელი დროშის დღეს მიეძღვნა, და რომლის მონაწილეები პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკას გადადგომას მოითხოვდნენ, პოლიციამ ასეულობით დემონსტრანტი ქალი დააკავა.

20 სექტემბერს გამოსვლები დაგეგმილი იყო ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, ადგილობრივი დროით 13 საათისთვის.

9 აგვისტოს შემდეგ მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები მოეწყო ბელარუსში, რომელთა მონაწილეები პრეზიდენტ ლუკაშენკას გადადგომას და ახალი არჩევნების გამართვას მოითხოვდნენ.

ოპოზიცია, რომლის წევრების ნაწილი აიძულეს უცხოეთში წასულიყო, ნაწილი კი დაკავებულია, ასევე დასავლეთის ქვეყნები, თვლიან, რომ არჩევნები გაყალბდა. მასში ოფიციალურ გამარჯვებულად გამოცხადდა ლუკაშენკა, რომელიც 26 წელია მართავს ქვეყანას ავტორიტარული მანერით. გამოსვლებს ახლდა პოლიციის მხრიდან ძალადობა, დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG