Accessibility links

ხატია დეკანოიძე: მე და ჩემს შვილს გვითვალთვალებენ ხელისუფლების დავალებით


"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მას და მისი ოჯახის წევრებს უთვალთვალებენ პოლიციელები, ხელისუფლების დავალებით.

დეკანოიძე - რომელიც ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია - აცხადებს, რომ 17 სექტემბერს, მისი 21 წლის შვილს კოსტავასა და ყაზბეგის გამზირებზე სურათებს უღებდნენ და უთვალთვალებდნენ შავი მანქანიდან.

"მისმა მეგობრებმა და ჩემმა შვილმა, ოჯახის წევრებმა მოასწრეს ამ მანქანის დაფიქსირება. რამდენიმედღიანი კვლევის შედეგად, ჩვენ ამოვაგდეთ, რომ ეს მანქანა ეკუთვნის კრიმინალური პოლიციის თანამშრომელს, პეტრიაშვილს, რომელიც მუშაობს გლდანის პირველ განყოფილებაში", - განაცხადა დეკანოიძემ 20 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე.

ხატია დეკანოიძის თქმით, მისი მეგობრები, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროდან, აქამდეც აფრთხილებდნენ, რომ მიმდინარეობდა მუდმივი ფარული თვალთვალი, რასაც პოლიტიკოსი ხელისუფლებისა და პოლიციის მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლად აფასებს.

"ამ ბინძური მეთოდების გამოყენებას რეპრესიული მართლმსაჯულების სისტემის მეშვეობით ახდენს ხელისუფლება, რომელმაც პოლიცია, უსაფრთხოების სამსახური და მთლიანად მართლმსაჯულება გადააქცია პოლიტიკური ოპონენტების დევნის მთავარ იარაღად", - ამბობს ხატია დეკანოიძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG