Accessibility links

ჰაკერების გზით 1000-ზე მეტი ბელარუსი პოლიციელის მონაცემებმა გამოჟონა


ბელარუსში ტელეგრამის არხმა, NEXTA-მ, გამოაქვეყნა ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს 1003 თანამშრომლის მონაცემები მას მერე, რაც მინსკში 19 სექტემბერს მასობრივად დააკავეს მსვლელობის მონაწილე ქალები.

არხის განცხადებაში ნათქვამია, რომ მან ერთი კვირის წინ გაფრთხილება გამოთქვა, რომ თუ დამსჯელები არ შეწყვეტდნენ რეპრესიებს, ეს მოხდებოდა. „დანაპირებს ვასრულებთ. თქვენ წინაშეა შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველი ათასი თანამშრომელი მონაცემთა ბაზიდან, რომელიც მოვიპოვეთ კიბერპარტიზანების დახმარებით. დაკავებების გაგრძელების შემთხვევაში, გავაგრძელებთ მონაცემთა მასობრივ გამოქვეყნებას“, წერს არხი.

სიაში მოყვანილია პოლიციელების სახელები, გვარები და მამის სახელები, ასევე დაბადების თარიღები, სამინისტროს განყოფილებები, სადაც ისინი მუშაობენ და წოდება და თანამდებობა. „არავინ დარჩება ამოუცნობი „ბალკლავის“ მიღმაც“, წერს გამოცემა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მთავრობა გაარკვევს და დასჯის ინფორმაციის გაჟონვაში დამნაშავე პირებს.

ბელარუსის პრეზიდენტის, ალიაქსანდრ ლუკაშენკასთვის, რომლის გადადგომის მოთხოვნით იმართება გამოსვლები მინსკსა და სხვა ქალაქებში, უსაფრთხოების ძალების მხარდაჭერა გადამწყვეტია ძალაუფლების შესანარჩუნებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG