Accessibility links

Reuters-ი: სავარაუდოდ, რუსეთის თვითმფრინავებმა სირიაში იდლიბის მიდამოები დაბომბეს


სააგენტრო Reuters-ი სირიის ოპოზიციის წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სავარაუდოდ, რუსეთის თვითმფრინავებმა 20 სექტემბერს საჰაერო დარტყმა მიაყენეს სირიის ჩრდილო-დასვლეთის რაიონს, რომელიც სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის მოწინააღმდეგეთა ხელში იმყოფება. საქმე ეხება მარტის შემდეგ, როცა თურქეთმა და რუსეთმა შეთანხმებას მიაღწიეს და იდლიბში სამხედრო მოქმედება შეწყდა, ყველაზე ფართო მასშტაბიან საჰაერო იერიშს.

Reuters-ს მოჰყავს თვითმხილველების ნათქვამი, რომ სამხედრო თვითმფრინავებმა დაბომბეს იდლიბის დასავლეთით მდებარე არეალი.

ცნობაში ლაპარაკია ასევე ინტენსიურ საარტილერიო ცეცხლზე, რომელიც დაუშინეს იდლიბის სამხრეთით მდებარე მთიან რაიონს, ჯაბალ ზავიას, რომლის მახლობლად სირის არმიის საყრდენი პუნქტებია განთავსებული. ცნობები მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG