Accessibility links

ბაიდენმა გააკრიტიკა ტრამპის გეგმა, საპრეზიდენტო არჩევნებამდე შეავსოს უზენაესი სასამართლოს ვაკანსია


ჯო ბაიდენი

აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დემოკრატმა ჯო ბაიდენმა გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გეგმა, 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე შეავსოს უზენაესი სასამართლოს ვაკანსია და მას „პოლიტიკური ძალაუფლების უხეში გამოყენება“ უწოდა.

ბაიდენმა ფილადელფიაში გამოსვლისას განაცხადა, რომ აუცილებელია ამომრჩეველთათვის ყურის დაგდება. როგორც ეს კონსტიტუციაში წერია, სწორედ მათ უნდა გადაწყვიტონ, ვის უნდა ჰქონდეს ამ დანიშვნის უფლებამოსილება. მისი თქმით, თუ ის გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში, სწორედ ის გადაწყვეტს, ვინ წამოაყენოს უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატად.

ვაკანსია გაჩნდა მას შემდეგ, რაც პარასკევს გარდაიცვალა რუთ გინზბურგი, რომელიც აშშ-ის უზენაესი სასამართლოს ლიბერალური ფრთის ლიდერად ითვლებოდა.

ადრე ტრამპმა განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატურის წარდგენას უკვე შემდეგ კვირაში აპირებს და არ დაელოდება 3 ნოემბერს. პრეზიდენტის თქმით, პრეტენდენტთა მოკლე სია უკვე შედგენილია და პრიორიტეტი ქალს მიეცემა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG