Accessibility links

site logo site logo

კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევიდან 137 აჭარიდანაა


საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან უმრავლესი შემთხვევა, 137 აჭარიდანაა. ინფორმაცია ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენელმა, მარინა ენდელაძემ გააცნო მედიას.

"უკონტროლო გავრცელებას ვერ ვიტყვით, ჯერჯერობით კონტაქტების კვლევა სრულყოფილად არის. ჯერჯერობთ ვერ ვიტყვი უკონტროლოს, მაგრამ საჭიროა რეკომენდაციების დაცვა", - თქვა ენდელაძემ.

რეგიონების მიხედვით ინფიცირების შემთხვევები ასე გადანაწილდა:

  • აჭარა - 137;
  • თბილისი - 47;
  • იმერეთი - 26;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 6;
  • გურია - 2.

ამ დროის მონაცემებით, კრიტიკული მძიმე პაციენტების რაოდენობა 16-ია.


ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი ლაბორატორიულად 3 913 პირს დაუდასტურდა, მათგან 1 574 გამოჯანმრთელდა, 22 კი გარდაიცვალა. მათგან ბოლო 24 საათში 40 გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG