Accessibility links

პოლიციამ არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით 68 წლის კაცი დააკავა


თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს 1952 წელს დაბადებული ი.გ, რომელსაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურება ედება ბრალად.

გამოძიების თანახმად, ბრალდებული მეზობლად მცხოვრებ არასრულწლოვან ბიჭთან, რამდენიმე წლის განმავლობაში, მისი ნების საწინააღმდეგოდ ამყარებდა სქესობრივ კავშირს, ფოტოსურათებს უღებდა და მომხდარის გახმაურების შემთხვევაში, ქონების განადგურებით და ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებოდა.

გამოძიების მიხედვით, მამაკაცის მუქარას არასრულწლოვანი რეალურად აღიქვამდა, რის გამოც ის მომხდარს წლების განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდა.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს პატიმრობას 15-დან 20 წლამდე ვადით ან თავისუფლების უვადო აღკვეთას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG