Accessibility links

logo-print logo-print

საქართველოში კორონავირუსით 23-ე პაციენტი გარდაიცვალა - გამყრელიძე


საქართველოში ბოლო 24 საათში კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა 23 გახდა. ინფორმაცია საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააჟღერა.

მან გარდაცვლილთან დაკავშირებით მხოლოდ ის თქვა, რომ ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილი პირია.

როგორც თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი, ლევან გოფოძე ამბობს, 60 წლის პაციენტს გულის შუნტირება ჰქონდა გაკეთებული და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებდა, რომელმაც მათ კლინიკაში იჩინა თავი.

ბოლო 24 საათში ვირუსი 218 პირს დაუდგინდა, მათგან 137 აჭარიდანაა. სულ საქართველოში ვირუსი 3 913 პირს დაუდგინდა, მათგან 1 574 გამოჯანმრთელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG