Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის მაუწყებლის ოპერატორს დაუდასტურდა COVID-19


საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ოპერატორს კორონავირუსი დაუდასტურდა. ცნობა დაადასტურა არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ვახო ხუზმიაშვილმა. მისი თქმით, ტელევიზია არ წყვეტს მაუწყებლობას, ის პირები, რომლებსაც ახლო კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულთან, გადავლენ თვითიზოლაციაში, ხოლო შემხებლობაში მყოფ პირებს PCR-ტესტირება ჩაუტარდებათ.

ბოლო 24 საათში საქართველოში ვირუსი 218 პირს დაუდგინდა, მათგან 137 აჭარიდანაა. სულ საქართველოში ვირუსი 3 913 პირს დაუდგინდა, მათგან 1 574 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 23 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG