Accessibility links

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა


საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 20 სექტემბრიდან ეს უკვე მეხუთე ლეტალური შედეგია.

20-22 სექტემბერს, ქუთაისის, ბათუმისა და თბილისის კლინიკებში გარდაიცვალა ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი 2 პაციენტი და კიდევ 2 აჭარის რეგიონიდან. ყველა მათგანის მდგომარეობა კრიტიკული იყო. ექიმების ინფორმაციით, პაციენტებს მძიმე ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდათ.

23 სექტემბრის დილის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაცვლილია სულ 24 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG