Accessibility links

site logo site logo

ენდელაძე: დღეს დილით გარდაცვლილი კოვიდ 19-ით ინფიცირებული 70 წლის მამაკაცი ონკოლოგიური პაციენტი იყო


covid 19 generic

23 სექტემბერს დილის 8 საათზე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გარდაცვლილი პაციენტი, რომელიც კოვიდ-19-ის დიაგნოზით კლინიკაში 18 აგვისტოს შეიყვანეს, ონკოლოგიური პაციენტი იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ. მისი თქმით, პაციენტს სამჯერადი ტესტირების შემდეგ კოვიდ 19 უკვე აღარ აღენიშნებოდა.

„ჰქონდა ძალიან ძლიერი ფონური დაავადებები, კერძოდ ის იყო ხორხის კიბოს გამო ნაოპერაციები, ახალი ნაოპერაციები, მას თავიდანვე შემოსვლისას ჰქონდა ორმხრივი პნევმონია, ბულოზური ენფიზემა, ანემია, მარჯვენა ფილტვის ქვედა წილოვანი თრომბოემბოლია. მისი მდგომარეობა კოვიდ 19-ის მხრივ გარკვეულწლიად გაუმჯობესდა იმიტომ, რომ უკვე 3 და 4 სექტემბერს იყო უარყოფითი, ორჯერადი დატესტვის შემდგომ გავიმეორეთ კვლავ 11 სექტემბერს ისევ უარყოფითი იყო, მაგრამ მისი მძიმე ფონური დაავადებების გამო, რაც შეეხება ონკოლოგიურ პათოლოგიას და კიდევ მრავალ სხვა პათოლოგიას, პაციენტის გამოყვანა ვერ მოხერხდა და დღეს დილის 8 საათზე გარდაიცვალა“,- განაცხადა მარინა ენდელაძემ.

საქართველოში 23 სექტემბერს COVID-19-ით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 20 სექტემბრიდან ეს უკვე მეხუთე ლეტალური შედეგია.

20-22 სექტემბერს, ქუთაისის, ბათუმის და თბილისის კლინიკებში გარდაიცვალა ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი 2 პაციენტი და კიდევ 2 აჭარის რეგიონიდან. ყველა მათგანის მდგომარეობა კრიტიკული იყო. ექიმების ინფორმაციით, პაციენტებს მძიმე ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდათ.

23 სექტემბრის დილის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაცვლილია სულ 24 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG