Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკიდან გამოწერეს, შესაძლებელია მისი „სრული გამოჯანმრთელება“


 გერმანია. ალექსეი ნავალნი. ფოტო მისი ინსტაგრამიდან.
გერმანია. ალექსეი ნავალნი. ფოტო მისი ინსტაგრამიდან.

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, 22 სექტემბერს ბერლინის კლინიკა „შარიტედან“ გამოწერეს.

ამის თაობაზე ცნობა გაავრცელა „შარიტემ“.

„პაციენტის მდგომარეობა იმდენად გაუმჯობესდა, რომ ის გაწერილ იქნა სტაციონარული კლინიკიდან. ალექსეი ნავალნი „შარიტეში“ იმყოფებოდა 32 დღის განმავლობაში, აქედან 24 დღეს ის რეანიმაციაში იყო. ახლანდელი მდგომარეობის მიხედვით, ექიმები ფიქრობენ, რომ შესაძლებელია სრული გამოჯანმრთელება. მძიმე მოწამვლის სამომავლო შედეგებზე მსჯელობა მოგვიანებით იქნება შესაძლებელი“, წერს საავადმყოფო, რომლის თანახმად, საჯარო განცხადება ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მასა და მის ცოლთან შეთანხმებით შედგა.

თვითონ ნავალნიმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა თავის ფოტოგრაფია, როგორ ზის პარკში მერხზე.

ნავალნი მოწამვლის სიმპტომებით ცუდად გახდა თვითმფრინავში 20 აგვისტოს, როცა ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა. ის მოათავსეს ომსკის საავადმყოფოში, საიდანაც 22 აგვისტოს ბერლინში გადაიყვანეს. 7 სექტემბრამდე ის იმყოფებოდა ხელოვნურ კომაში.

გერმანიის არმიის, ასევე შვედეთის და საფრანგეთის ლაბორატორიებმა დაადგინეს, რომ ნავალნი მოწამლეს „ნოვიჩოკის“, ჯგუფის ნერვული ნივთიერებით. რუსეთს დასავლეთი საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს. სისხლის სამართლის საქმე ნავალნიზე შესაძლო თავდასხმის შესახებ, რუსეთში არ აღძრულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG