Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როჰანი გაეროს მიმართავს, რომ აშშ ირანს „ვერც მოლაპარაკებას მოახვევს თავს და ვერც ომს“


ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ გაეროს გენერალურ ასამბლეას 22 სექტემბერს განუცხადა, რომ ირანმა უარი უთხრა აშშ-ს შეთავაზებაზე, გამხდარიყო „აშშ-ის არჩევნებსა და საშინაო პოლიტიკაში ვაჭრობის ინსტრუმენტი“. მისი თქმით, აშშ ირანს „ვერც მოლაპარაკებას მოახვევს თავს და ვერც ომს“.

აშშ-მა 21 სექტემბერს გამოაცხადა ირანის თავდაცვის სამინისტროსა და სხვა იმ უწყებების წინააღმდეგ ახალი სანქციები, რომლებიც დაკავშირებული არიან თეირანის ბირთვულ და იარაღის პროგრამებთან.

როჰანიმ განაცხადა, რომ ცხოვრება სანქციების გამო მძიმეა, მაგრამ „უფრო მძიმეა ცხოვრება დამოუკიდებლობის გარეშე“. ერთი კვირის წინ ირანმა აშშ გააფრთხილა, რომ უშვებს „სტრატეგიულ შეცდომას“ მას მერე, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ნებისმიერ თავდასხმას აშშ პასუხს ბევრად უფრო მძლავრად გასცემდა. რაც იყო რეაქცია გავრცელებულ ცნობაზე, რომ თითქოს ირანი გეგმავდა ამერიკელ დიპლომატზე თავდასხმას ირანელი სარდლის, ყასემ სოლეიმანის მოკვლისთვის სამაგიეროს გადახდის მიზნით.

გაეროს წინაშე როჰანიმ განაცხადა, რომ „აშშ-ის არჩევნების შემდგომი პერიოდის ნებისმიერ ადმინისტრაციას სხვა არჩევანი არ ექნება, თუ არა, დათმოს ირანის წინააღმდეგობის წინაშე“.

ახალი სანქციების დაწესება ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ეყრდნობა ირანის სანქციების ეგრეთ წოდებულ "snapback"-ის შესაძლებლობას, რაც ირანსა და მსოფლიოს სახელმწიფოებს შორის 2015 წლის ბირთვული შეთანხმების ნაწილია.

აშშ ამ შეთანხმებას გამოეყო ორი წლის წინ.

შეთანხმების მონაწილე მისი მოკავშირეები, ასევე რუსეთი და ჩინეთი არ უჭერენ მხარს "snapback"-ის მეშვეობით ირანისთვის ძველი სანქციების ამოქმედებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG