Accessibility links

site logo site logo

სადაზღვევო ფირმები უარს ამბობენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობაში  მონაწილე გემების დაზღვევაზე


„ჩრდილოეთის ნაკადი - 2-ის“ მშენებლობაზე ბალტიის ზღვაში მომუშავე გემი. 2018 წლის ნოემბერი.

გემთმფლობელების ურთიერთდაზღვევის კლუბების საერთაშორისო ჯგუფი უარს ამბობს იმ გემების დაზღვევაზე, რომლებიც მონაწილეობენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენის მშენებლობაში.

„თითოეული კლუბის წევრებს კარგად უნდა ესმოდეთ, რომ არ უნდა მოხდეს დაზღვევის დაფარვა გემებისა, რომლებიც უკანონო ან ისეთ საქმიანობაში არიან ჩართული, რომელიც სანქციების დარღვევის საფრთხეს უქმნის კლუბს“, წერია გემთმფლობელების კლუბის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ამ დოკუმენტის ავტორები თავიანთ პოზიციას უკავშირებენ დამზღვევებისთვის უშუალო სანქციების საფრთხეს აშშ-ის კანონების მიხედვით. ეს კანონებია: „ამერიკის მოწინააღმდეგეების მიმართ სანქციებით მოქმედება“ და „ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების დაცვის შესახებ“.

2020 წლის ივნისში, აშშ-ის სენატორებმა კონგრესში შეიტანეს ახალი კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა სანქციებს იმ ფირმებისთვის, რომლებიც დაზღვევას „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ მშენებლობაში ჩართულ გემებს შესთავაზებდნენ.

აშშ რუსეთიდან გერმანიისკენ მიმავალი გაზსადენის პროექტის წინააღმდეგია, რადგან თვლის, რომ ეს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის და რუსეთზე დამოკიდებულს ხდის.
რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის შემდეგ, გერმანიაშიც დაიწყეს „ჩრდილოეთის ნაკადი - 2“-ისთვის სანქციების დაწესების საკითხის განხილვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG