Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამოქალაქო სარჩელები მომზადდა ავსტრიის სათხილამურო კურორტზე კორონავირუსის გავრცელების გამო


მომხმარებელთა უფლებების დამცველი კერძო ჯგუფი აცხადებს, რომ ავსტრიის მთავრობის წინააღმდეგ შეიტანა ოთხი სამოქალაქო სარჩელი, გასულ ზამთარს სათხილამურო კურორტ იშგლში კორონავირუსის გავრცელების გამო. თუმცა, მომხმარებელთა დაცვის ასოციაციამ (VSV) 23 სექტემბერს განაცხადა, რომ ამ ეტაპზე თავს იკავებს კოლექტიური სარჩელის მომზადებისგან.

იშგლში მომხდარი ვირუსის აფეთქება ავსტრიისთვის ყველაზე დიდი კერა იყო და მან ხელი შეუწყო ვირუსის ევროპის მასშტაბით გავრცელებას. ადგილობრივი მოსახლეები და ათასობით ტურისტი ამბობენ, რომ იქ დაიფიცირდნენ, რადგან ვირუსი სწრაფად გავრცელდა ხალხით გადაჭედილ სათხილამურო ბარებში.

COVID-19-ის პირველი შემთხვევა იშგლში 7 მარტს აღირიცხა, 11 დღის შემდეგ მას მერე, რაც კორონავირუსი ავსტრიაში გამოჩნდა. კანცლერ სებასტიან კურცის კონსერვატიულმა მთავრობამ იშგლსა და მის შემოგარენში კარანტინი 13 მარტს გამოაცხადა, თუმცა ტურისტებს კურორტის დატოვების უფლება მიეცათ - რასაც VSV "ქაოსურ" პროცესს უწოდებს. ორგანიზაცია ასევე მიიჩნევს, რომ მთავრობის მოქმედება ნელი იყო და ის, შესაძლოა, დამორჩილდა ზეწოლას ტურიზმის სექტორისგან და ამის გამო არ იმოქმედა პირველივე ეტაპზე.

ავსტრიის ხელისუფლება ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მაშინ მოქმედებდა იმ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG