Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის ახლად დანიშნულმა ელჩმა დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა


საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახლად დანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ფაიგ გულიევმა რწმუნებეთა სიგელის ასლი გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს.

სამინისტროს ცნობით, სიგელების გადაცემის ცერემონიის დასრულების შემდეგ მხარეებს შორის ხანმოკლე შეხვედრა გაიმართა, მინისტრმა აზერბაიჯანელ ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა, მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მაღალი დონის სტრატეგიული და მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება მისი საქართველოში მოღვაწეობის პერიოდში.

პრესრელიზის მიხედვით, შეხვედრის დროს მხარეებმა ასევე განიხილეს ორ ქვეყნას შორის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და მიმართულებები.

17 აგვისტოს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ახალი ელჩი მას შემდეგ დანიშნა, რაც ელჩი დურსუნ ჰასანოვი საქართველოდან გაიწვია.

საქართველოდან ელჩის გაწვევა ემთხვევა პერიოდს, როდესაც აზერბაიჯანულ მედიაში გამოქვეყნდა ინფორმაცია სერბეთიდან საქართველოს გავლით იარაღის სომხეთისთვის მიწოდების შესახებ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ცნობები დეზინფორმაციად შეაფასა.

21 სექტემბერს ილჰამ ალიევმა მადლიერება გამოხატა საქართველოს მიმართ და აღნიშნა, რომ საქართველომ არ დაუშვა იარაღის გადატანა სომხეთში თავისი ტერიტორიის გავლით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG