Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა სანქციები განავრცო "ტროლების ფაბრიკის" კრემლთან დაკავშირებული დამფინანსებლის წინააღმდეგ


აშშ-ის ფინანსთა მინისტრი, სტივენ მნუჩინი
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი, სტივენ მნუჩინი

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები გამოაცხადა პირების და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებსაც ურთიერთობა აქვთ კრემლთან დაკავშირებულ ორგანიზატორთან და ე.წ. რუსეთის "ტროლების ფაბრიკის" დამფინანსებელთან. გავრცელებული ვარაუდით, ეს "ფაბრიკა" დგას აშშ-სა და სხვა ქვეყნებში ჩატარებულ არჩევნებში ჩარევის შემთხვევების უკან.

აშშ-ს უკვე დიდი ხანია დაწესებული აქვს სანქციები ევგენი პრიგოჟინისთვის და მისი უწინდელი კომპანიებისთვის, მათ შორის ინტერნეტის კვლევის სააგენტოსთვის (IRA) და ჯგუფ "ვაგნერისთვის", რომელიც რუსული კონტრაქტორი კომპანიაა და აქტიურია ლიბიაში, სირიასა და აფრიკაში. "ევგენი პრიგოჟინს ჰყავს მხარდამჭერთა საერთაშორისო ქსელი და ის მსოფლიოს გარშემო ავრცელებს თავის მანკიერ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გავლენას" - განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სტივენ მნუჩინმა, როცა ახალი სანქციების შესახებ ილაპარაკა 23 სექტემბერს. "აშშ კვლავაც მიზანში ამოიღებს პრიგოჟინის შესაძლებლობას თავისი ოპერაციები გლობალურად ატაროს" - დასძინა მან.

პრიგოჟინის ორგანიზაცია IRA, რომელიც სანკტ-პეტერბურგშია დაფუძნებული, პირველად ცნობილი გახდა გავრცელებული ვარაუდებით, რომ ის ცდილობდა ჩარეულიყო აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ინტერნეტში წარმოებული, გავლენის მომხდენი ოპერაციებით. "ვაგნერი" ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია რუსეთის კერძო გასამხედროებულ კომპანიებს შორის, რომლებიც ბოლო ათწლეულში დაარსდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG