Accessibility links

აშშ, ევროპის ქვეყნები არ ცნობენ ლუკაშენკას ლეგიტიმურობას


23 სექტემბერს მინსკში და ბელარუსის სხვა ქალაქებში სპეცრაზმმა ხელკეტებით და წყლის ჭავლით შეუტია მონაწილეებს საპროტესტო აქციისა, რომელიც მოჰყვა პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას მოულოდნელ ფიცის დადების ცერემონიას პრეზიდენტობის მეექვსე ვადისთვის - მიუხედავად ქვეყანაში კვირების განმავლობაში მიმდინარე დემონსტრაციებისა მისი გადადგომის მოთხოვნით.

ლუკაშენკას დახურულ ინაუგურაციას მყისიერად მოჰყვა კრიტიკა ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც არ აღიარებენ 9 აგვისტოს არჩევნების შედეგს. კრიტიკის ჩასახშობად ხელისუფლება პატიმრობით და სხვა ფორმებით ახორციელებს ზეწოლას ოპოზიციაზე.

დემონსტრანტებზე ზეწოლის ახალი სცენების გავრცელების პარალელურად, აშშ დაემატა იმ ქვეყნების სიას, რომლებიც აცხადებენ, რომ არ აღიარებენ ლუკაშენკას პრეზიდენტობას. "[კენჭისყრის] გამოცხადებული შედეგები გაყალბებული იყო და არ გამოხატავდა ლეგიტიმურობას" - უთხრა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას და დასძინა: "აშშ ვერ მიიჩნევს ალექსანდრ ლუკაშენკას ბელარუსის ლეგიტიმურად არჩეულ ლიდერად". სახელმწიფო დეპარტამენტი გამოდის "ეროვნული დიალოგის" გამართვის მოწოდებით, რომელმაც უნდა მოიტანოს "თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, დამოუკიდებელი მეთვალყურეობით".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG