Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა


საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი, 26-ე პაციენტი გარდაიცვალა. 70 წლის მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 17 სექტემბერს, საღამოს მიიყვანა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სუნთქვის მწვავე უკმარისობის, ცხელების და ფილტვის 90%-ის დაზიანების დიაგნოზით.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფორმაციით, "პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: გულის ქრონიკული უკმარისობა, გულზე ჩატარებული სტენტირება და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავდება. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 24 სექტემბერს 12:10 საათზე".

25 აგვისტოს შემდეგ, 20 სექტემბრამდე საქართველოში ლეტალური შედეგი აღარ ყოფილა. 20-24 სექტემბერს გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტი. ექიმების ინფორმაციით, ყველა მათგანს მძიმე თანმდევი დაავადებები ჰქონდა.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა 4 აპრილს დადასტურდა. აპრილსა და მაისში 6-6 ლეტალური შედეგი იყო. მას შემდეგ, ერთ თვეში გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სექტემბერში ფიქსირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG