Accessibility links

გოგი წულაიას გულის ოპერაცია ჩაუტარდა


პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს გოგი წულაიას ჩაფიძის სახელობის კლინიკაში გულის სარქველის სტენტირების ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაცია ექვსი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გოგი წულაია 16 სექტემბერს მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დიაგნოზით, ჯერ ქუთაისში კლინიკა „ლჯ-ში“ მოათავსეს, შემდეგ კი ჩაფიძის სახელობის გულის კლინიკაში გადაიყვანეს.

„ამ ეტაპზე გოგი წულაიას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“-აღნიშნა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ოჯახის მეგობარმა ვეფხია მიქაუტაძემ. რომლის თქმითაც, წულაია კლინიკას რამდენიმე დღეში დატოვებს.

გოგი წულაია პარტია „თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარი კანდიდატია ქვემო იმერეთის ოლქში, ის კენჭს იყრის სამტრედიის, წყალტუბოს, ვანის, ხონის ოლქში. როგორც პარტიაში აცხადებენ გოგი წულაია არჩვენებში მონაწილეობას გაააგრძელებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG