Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პესკოვმა განმარტა, თუ რატომ არ მიულოცა პუტინმა ლუკაშენკას ინაუგურაციის შემდეგ


კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის თქმით, „უჩვეულო არაფერია იმაში“, რომ პრეზიდენტმა პუტინმა არ მიულოცა ლუკაშენკას ინაუგურაციის შემდეგ.

24 სექტემბერს, ჟურნალისტებთან საუბარში, პესკოვმა განმარტა, რომ 9 აგვისტოს არჩევნების შემდეგ, პუტინმა ჯერ ტელეფონით, ხოლო შემდეგ, 14 სექტემბერს სოჭში გამართული პირისპირ შეხვედრის დროს - მიულოცა ლუკაშენკას არჩევნებში გამარჯვება.

მოსკოვისგან განსხვავებით, სადავო საპრეზიდენტო არჩევნების, ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი სამშვიდობო აქციებისა და ოპონენტების მიმართ რეპრესიების ფონზე, ავტოკრატ ალიაქსანდრ ლუკაშენკას სულ უფრო მეტი ქვეყანა მიიჩნევს არალეგიტიმურ პრეზიდენტად.

ევროკავშირის უზენაესი წარმომადგენელმა საგარეო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში, ჯოზეპ ბორელიმ, კვლავ გაიმეორა, რომ ევროკავშირი არ თვლის ალიაქსანდრ ლუკაშენკას ბელარუსის კანონიერ პრეზიდენტად.

23 სექტემბერს მინსკში გაიმართა პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას მოულოდნელი ფიცის დადების ცერემონია პრეზიდენტობის მეექვსე ვადისთვის - მიუხედავად ქვეყანაში კვირების განმავლობაში მიმდინარე დემონსტრაციებისა მისი გადადგომის მოთხოვნით.

ლუკაშენკას დახურულ ინაუგურაციას მყისიერად მოჰყვა კრიტიკა ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც არ აღიარებენ 9 აგვისტოს არჩევნების შედეგს. კრიტიკის ჩასახშობად ხელისუფლება პატიმრობით და სხვა ფორმებით ახორციელებს ზეწოლას ოპოზიციაზე.

ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე ლუკაშენკამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბელარუსის საზღვარი რუსეთთან ერთობლივი სახელმწიფოს საზღვარია და მადლობა გადაუხადა პუტინს, რომელიც ბელარუსის დიქტატორს, სამხედრო დახმარების გარდა, 1,5 მილიარდ დოლარ კრედიტს დაჰპირდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG