Accessibility links

site logo site logo

მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს


მამუკა ხაზარაძე, ბიძინა ივანიშვილი

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ დებატებში იწვევს. დღეს, 24 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ მზადაა დებატები გაიმართოს ნებისმიერ საჯარო სივრცესა და ტელევიზიაში.

„თუ თქვენ ამბობთ, რომ ევროპისკენ მივისწრაფვით და დემოკრატიას ვაშენებთ, გამობრძანდით და დავიწყოთ დებატები. დებატები არა იმისათვის, რომ ვინ ვის აჯობებს, არამედ დებატები იმისათვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს დავანახოთ, სად არის გადარჩენის გზა, სად არის ის ფორმულა, რომელიც ამ ქვეყანას გამოიყვანს ამ მძიმე მდგომარეობიდან რომელშიც თქვენ შეიყვანეთ“, - მიმართა მამუკა ხაზარაძემ ბიძინა ივანიშვილს.

„კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ნუ იმალებით, ჩვენ მზადა ვართ ნებისმიერ დონეზე დებატებისთვის და ჩვენი „მარშალის გეგმის“ განხორციელებაზე მზადა ვართ ავიღოთ პასუხისმგებლობა. ავიღოთ პასუხისმგებლობა იმისათვის, როგორ გამოვიდეს ქვეყანა უკვე გრძელვადიან სიტუაციაში და როგორ აშენდეს ეს ქვეყანა, როგორც ერთი სერიოზული სახელმწიფო“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძის შეთავაზებასთან დაკავშირებით რადიო თავისუფლებას „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში განუცხადეს, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი შეთავაზებას მიიღებს ან საპასუხო განცხადებას გააკეთებს, მედიას წინასწარ ეცნობება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG