Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები უპირისპირდებიან ევროკომისიის ახალ გეგმას მიგრანტთა შესახებ


"ვიშეგრადის ჯგუფის" ლიდერები ბრიუსელში
"ვიშეგრადის ჯგუფის" ლიდერები ბრიუსელში

აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანა ეწინააღმდეგება ევროკომისიის ახალ გეგმას მიგრანტთა შესახებ და მიიჩნევს, რომ საჭიროა ზომების კიდევ უფრო გამკაცრება.

24 სექტემბერს ევროკავშირის უმაღლესმა აღმასრულებელმა ორგანომ, ევროკომისიამ, წარმოადგინა გეგმის პროექტი, რომელშიც გათავლისწინებულია სასაზღვრო კონტროლის გამკაცრება და იოლდება იმ პირთა გაძევება ევროკავშირიდან, ვისაც უარი ეთქვათ თავშესაფრის მიცემაზე.

ერთ-ერთმა ოპონენტმა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა გეგმას უწოდა "გაუმჯობესებული", მაგრამ აღნიშნა, რომ მიგრანტების პრობლემისადმი საბაზისო მიდგომამ „მხოლოდ უმნიშვნელო ცვლილება განიცადა“, - აღნიშნა ორბანმა 24 სექტემბერს, ბრიუსელში, პოლონელ და ჩეხ კოლეგებთან შეხვედრის დროს.

ჩეხეთი მიიჩნევს, რომ მიგრანტთა შესახებ ახალი პოლიტიკა ფოკუსირებული უნდა იყოს მიგრანტების ევროკავშირიდან უკან გაბრუნებასა და მათი საცხოვრებელი პირობების ადგილზე გაუმჯობესებაზე.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეოშ მორავეცკიმ აღნიშნა, რომ „ევროკავშირს უნდა გააჩნდეს ძალინ მკაცრი და ეფექტური სასაზღვრო კონტროლის პოლიტიკა", რასაც ვიშეგრადის ჯგუფი მტკიცედ უჭერს მხარს.

ვიშეგრადის ჯგუფში შემავალი ქვეყნები - პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და ჩეხეთი ასევე უპირისპირდებიან ევროკავშირის წინადადებას, რომ ქვეყნებმა, რომლებიც უარის იტყვიან მიგრანტთა მიღებაზე, უნდა დააფინასონ მათი რეპატრიაცია.

„ეს სრული ნონსენსია, რადგან თუ არ ვღებულობთ მიგრანტებს, ჩვენ არც მათი უკან დაბრუნება გვეველება“, - განაცხადა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა კოლეგებთან შეხვედრის დროს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG