Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხვიჩა მღებრიშვილს სავარაუდოდ, ხვალ გაათავისუფლებენ


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელსუფლება ხვალ გაათავისუფლებს ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებულ, მეჯვრისხეველ ხვიჩა მღებრიშვილს. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას მიაწოდა წყარომ ცხინვალიდან.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ მედიას უთხრა, რომ ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლების საკითხში პოზიტიური ნიშნებია. შეკითხვას, გაათავისუფლებენ თუ არა ხვალ, ირაკლი ანთაძემ უპასუხა, რომ ხვალ ელოდებიან, თუმცა ზუსტი დრო ჯერ უცნობია.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები ხვიჩა მღებრიშვილი 3 ივლისს დააკავეს. მას ე.წ საზღვრის დარღვევის გარდა ბრალად დასდეს "წითელ წიგნში" შეტანილი იშვიათი სახეობების მოპოვების მცდელობა, თუმცა, მოგვიანებით, ეს ბრალდება მოუხსნეს.

აგვისტოს ბოლოს, ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ხვიჩა მღებრიშვილი დამნაშავედ ცნო ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG