Accessibility links

ახალციხეში სკოლის დირექტორი დააკავეს არასრულწლოვან შვილისა და ცოლზე მუქარის ბრალდებით


ახალციხის #6 საჯარო სკოლა.

პოლიციამ დააკავა ახალციხის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი. სამართალდამცველებს დასახმარებლად შვილმა დაურეკა. სასწავლო დაწესებულებაში მომხდარის შესახებ მას შემდეგ შეიტყვეს, როცა პოლიციამ გამოკითხვაზე დაკავებულის მეუღლე წაიყვანა. ის ამავე სკოლის პედაგოგია. კოლეგები ამბობენ, რომ კონფლიქტის შესახებ მათ ამ დრომდე არაფერი სმენიათ. ახალციხის რესურსცენტრში მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ.

დაკავებულის მეზობლების თქმით, 23 სექტემბერს, დღის მეორე ნახევრიდან მათი სახლის მიმდებარედ პოლიციის მანქანა რამდენჯერმე შენიშნეს. შსს–ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მეუღლისა და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული გ.კ. დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მეუღლეს და არასრულწლოვან შვილს წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე მომხდარი შელაპარაკების დროს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა. სკოლის დირექტორს ბრალს ხვალ, 25 სექტემბერს, წარუდგენენ.

დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს. „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრალს არ აღიარებს. მისთვის გაურკვეველი ვითარებაა, რადგან რამდენიმე საათით ადრე მეუღლემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა განქორწინების მოთხოვნით. სარჩელში ძალადობაზე საუბარი არ არის, აბსოლუტურად სხვა მიმართულებაა“, - აცხადებს ადვოკატი ეკატერინე აბაშიძე.

შსს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG