Accessibility links

აფხაზეთში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევაა


სოხუმი

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსით კიდევ 61 ადამიანის ინფიცირება დაადასტურა.

აპრილის შემდეგ აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 1177 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 8 ადამიანი. ოკუპირებულ რეგიონში ინფიცირებული 2 პაციენტი გარდაიცვალა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარე კლინიკებში.

ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ გადადო 1 ნოემბერს დანიშნული ე.წ. თვითმმართველობის არჩევნები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG