Accessibility links

logo-print logo-print

საქართველოში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 27-ე პაციენტი


საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი, 27-ე პაციენტი გარდაიცვალა.

მონაცემები დაახლოებით 11:20 საათისთვის განახლდა სამთავრობო საიტზე stopcov.ge.

25 აგვისტოს შემდეგ, 20 სექტემბრამდე საქართველოში ლეტალური შედეგი აღარ ყოფილა. 20-25 სექტემბერს გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 8 პაციენტი.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა 4 აპრილს დადასტურდა. აპრილსა და მაისში 6-6 ლეტალური შედეგი იყო. მას შემდეგ, ერთ თვეში გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სექტემბერში ფიქსირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG