Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 27-ე შემთხვევა ბათუმში დაფიქსირდა


კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი, რომელიც დღეს დილით გარდაიცვალა, 20 სექტემბრიდან იმყოფებოდა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

კლინიკის ინფორმაციით, 54 წლის კაცი საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მიიყვანა სუნთქვის მწვავე უკმარისობის, ცხელების და ფილტვის 80%-ის დაზიანების დიაგნოზით და პოსტრეანიმაციული ღონისძიებების შემდეგ რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსდა.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს განმარტებით, პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი - კიბო და გულის უკმარისობა: „კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 25 სექტემბერს 10:00 საათზე“.

კორონავირუსით ინფიცირებული გარდაცვლილი პაციენტების რიცხვი 27-მდე გაიზარდა.

25 აგვისტოს შემდეგ, 20 სექტემბრამდე საქართველოში ლეტალური შედეგი აღარ ყოფილა. 20-25 სექტემბერს გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 8 პაციენტი.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა 4 აპრილს დადასტურდა. აპრილსა და მაისში 6-6 ლეტალური შედეგი იყო. მას შემდეგ, ერთ თვეში გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სექტემბერში ფიქსირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG