Accessibility links

logo-print logo-print

ამერიკელი კანონმდებლები ირწმუნებიან, რომ არჩევნების შემდეგ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა კონსტიტუციურ ვადებში მოხდება


სენატორი მიჩ მაკკონელი

აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის წამყვანი წევრები არწმუნებენ ამომრჩევლებს, რომ კანონმდებლები აღიარებენ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს.

სენატის უმრავლესობის ლიდერმა, რესპუბლიკელმა მიჩ მაკკონელმა განაცხადა, რომ 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

„მოხდება ხელისუფლების ორგანიზებული გადაცემა, როგორც ეს 1792 წლის შემდეგ ხდება, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ“, - დაწერა მიჩ მაკკონელმა თავის ტვიტერში.

რესპუბლიკელი სენატორის ამ განცხადების ფონია გაუგებრობა, რაც გამოიწვია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ 23 სექტემბრის პრესკონფერენციაზე ნათქვამმა, რომ არჩევნების შედეგი შესაძლოა განსახილველად აშშ-ის უზენაეს სასამართლოში მოხვდეს - და კიდევ ერთხელ გამოთქვა ეჭვი კენჭისყრის საფოსტო სისტემის შესახებ.

"უნდა შევხედოთ რა მოხდება" - განაცხადა ტრამპმა 23 სექტემბერს, პრესკონფერენციაზე, როცა პასუხს სცემდა შეკითხვას იმაზე, იტყვის თუ არა, რომ დათანხმდება ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემას. "იცით, რომ ხმამაღლა ვჩივი ბიულეტენების შესახებ, და ბიულეტენები კატასტროფაა" - დასძინა მან.

რამდენიმე რესპუბლიკელმა სენატორმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც არწმუნებენ ამომრჩევლებს, რომ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა აშშ-ის კონსტიტუციის დაცვით მოხდება. დემოკრატმა კანონმდებლებმა აღნიშნეს, რომ ტრამპი ვერ შეძლებს ხალხის არჩევნის იგნორირებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG