Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთში წუხელ კორონავირუსით დაინფიცირების 2913 შემთხვევა გამოვლინდა


ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ჩეხეთში წუხელ კორონავირუსით დაინფიცირების 2913 შემთხვევა გამოვლინდა, რაც 600-ით მეტია წინა დღის მაჩვენებელთან.

სტაციონარებში და კარანტინში დღეისათვის იმყოფება 30 425 აქტიური პაციენტი.

ეპიდემიის განმავლობაში ჩეხეთში COVID-19-ით დაინფიცირდა 58 374 ადამიანი, ხოლო 567 პაციენტი გარდაიცვალა.

ეპიდემიური ვითარების გაუარესების გამო ჩეხეთის მთავრობის განკარგულებით 24 სექტემბრიდან ბარები და რესტორნები მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ ღამის 10 საათამდე იმუშავებენ. ეს შეზღუდვა ძალაში იქნება სულ მცირე ორი კვირის განმავლობაში.

18 სექტემბრიდან გამკაცრდა სანიტარული მოთხოვნები.

უმაღლესი სასწავლებლები სწავლების დისტანციური მეთოდზე გადავიდნენ, ხოლო საშუალო სკოლის მოწაფეები ვალდებულები არიან როგორც სასწავლო კლასებში, ისე დერეფნებში ატარონ დამცავი პირბადეები.

აიკრძალა ღია სივრცეში 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება პირბადის გარეშე. ყველა სახის ტრანსპორტსა და დაწესებულებაში ასევე სავალდებულოა პირბადის ტარება.

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო ჩეხეთის მოქალაქეებისათვის მოგზაურობაზე შეზღუდვა დააწესეს ნიდერლანდმა, ბელგიამ, დანიამ და კვიპროსმა. მეზობელ სლოვაკეთში ჩასული ჩეხეთის მოქალაქეები ვალდებული არიან იქონიონ კოვიდ-ტესტები ან გაიარონ ორკვირიანი კარანტინი. გერმანიაში კი მხოლოდ პრაღისა და ცენტრალური ბოჰემიის რეგიონის მცხოვრებლებისათვის არის სავალდებულო ტესტირება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG